1. პროექტის სახელი: ქრისტიანობა–სარწმუნოება თუ პოლიტიკა
2. პროექტის აღწერა 1/2 წინადადებით: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მასალა და დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია შესაბამისი არგუმენტების გამყარებით
3. სრული აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, რათა შეძლონ გააკეთონ დასკვნა სულიერი ღირებილებებისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებაში.
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შემდეგ თემებს: ა) ქრისტიანობის გავრცელების არეალები ეპოქების მიხედვით. ბ) ტოლერანტობა მსოფლიოთვალსაზრისით გ)ტოლერანტობა საქართველოში.
მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ჯგუფების ფორმირება. ჯგუფში აირჩევა ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებაზე.
ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, ანალიზი, სინთეზი და შემდეგ შესაბამისი პრეზენტაციისა და ბლოგის შექმნა განხორციელდება უშუალოდ მასწავლებლის დახმარებით.
პროექტის წარგენა მოხდება სასკოლო ღონისძიებაზე.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15–16 წელი.
5.ვადები /ხანგრძლივობა: ორი თვე.
6.აქტივობები: მასალის მოძიება, კვლევა, ინტერპრეტაცია, დისკუსია, პრეზენტაცია, ბლოგის შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგები: ისტორიულ–გეოგრაფიული საშუალებების შექმნა–გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, ორგანიზება პრობლემის გადაჭრა; საკუთარი პოზიციის შემუშავება და დაცვა; მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა; ბლოგის შექმნა.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნების უნარს, ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას, ჩაერთვებიან კვლევით მუშაობაში, გააცნობენ თანატოლებს საკუთარ ნამუშევარს, მოსაზრებებს გლობალური ქსელის დახმარებით.
9.სამუშაო ენა: ქართული ენა.
10.კავშირი ე.ს.გ./სხვა საგნებთან: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ე.ს.გ. უნარ–ჩვევები; გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
11. პროექტის ფასილიტატორი: მზია მუსაშვილი
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mzia.musashvili@gmail.cim
13.პროექტის ვებ.გვერდი: www.mzia-mus.blogspot.com